თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

გამოქვეყნებულია  117 ნახვა განახლებულია 5 თვის წინ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ  თურქეთმა შავ ზღვაში, ქვეყნის ისტორიაში ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მარაგი აღმოაჩინა.

ამის შესახებ პრეზიდენტმა მოსახლეობას სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში სიტყვით გამოსვლისას აცნობა:

" თურქეთმა შავ ზღვაში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინა. გარდა იმისა, რომ ენერგეტიკა განვითარების აუცილებელი ელემენტია, ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია".

ცნობისთვის, ახლად აღმოჩენილი მარაგი, 320 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივ აირს მოიცავს

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინა
  • unipress