თურქეთში მსვლელობის მონაწილეები დააკავეს

თურქეთი

გამოქვეყნებულია  366 ნახვა განახლებულია 5 თვის წინ

თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლში, შრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მსვლელობის მოწყობას მცდელობისთვის 15 ადამიანი დააკავეს.

დაკავებულთა შორის მსხვილი პროფკავშირების ლიდერებიც არიან. პოლიციამ ისინი ტაქსიმის მოედანზე აიყვანა. სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დემონსტრაციის მონაწილეები მალევე გაათავისუფლეს.

თურქეთში საგანგებო ზომები ქვეყნის 31 პროვინციაში მოქმედებს. ამ დროისთვის თურქეთს 120 ათასზე მეტი ინფიცირებული და 3 174 გარდაცვლილი ჰყავს


infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • თურქეთში მსვლელობის მონაწილეები დააკავეს
  • unipress