„თურქიშ ეარლაინსი“ ფრენების განახლებას გეგმავს, მათ შორის საქართველოშიც

„თურქიშ ეარლაინსი“

გამოქვეყნებულია  241 ნახვა განახლებულია 7 თვის წინ

სააგენტო „ანადოლუ“ -ს ინფორმაციით, თურქული ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინსი“ ივნისიდან შიდა და საერთშორისო ფრენების განახლებას გეგმავს.

მედიასაშუალების ცობით, „თურქიშ ეარლაინსი“  შიდა ფრენებს ივნისში აღადგენს და ეტაპობრივად საერთაშორისო რეისების შეასრულებასაც დაიწყებს. ყოველკვირეულად 75 რეისის შესრულება იგეგმება. ეტაპობრივად, ივლისსა და აგვისტოში იგეგმება რეისების დამატება. ფრენების სამთვიანი განრიგის თანახმად, თურქული ავიაკომპანია თავდაპირველად 19 ქვეყანაში იფრენს:

საქართველო, კანადა, ყაზახეთი, ავღანეთი, იაპონია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, სინგაპური, დანია, შვედეთი, გერმანია, ნორვეგია, ავსტრია, ნიდერლანდები, ბელგია, ბელარუსი, ისრაელი, ქუვეითი და ლივანი.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო „თურქიშ ეარლაინსს“ 28 მაისამდე ყველა შიდა და საერთაშორისო ფრენა შეჩერებული აქვს


infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • „თურქიშ ეარლაინსი“ ფრენების განახლებას გეგმავს, მათ შორის საქართველოშიც
  • unipress