თუ ზესტაფონში სადმე საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები, სწორედ კვალითის დასახლებას ესაჭიროება

გიგი წერეთელი

გამოქვეყნებულია  79 ნახვა განახლებულია 8 თვის წინ

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი, ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

გიგი წერეთლის თქმით, ამ დასახლებაში არის მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემები, არ არის არანაირი გასართობი ახალგაზრდებისა და ბავშვებისათვის, წვიმის დროს კორპუსების სარდაფები წყლით ივსება, რაც დაავადებების გავრცელების საშიშროებას ქმნის.

წერეთლის თქმით, როგორც კვალითს, ისე ზესტაფონსა და მთლიან საქართველოს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები.

„უკვე არაერთხელ აღვნიშნე კვალითის დასახლების მდგომარეობა ზესტაფონში. პრაქტიკულად ეს უბანი ნაომარსა და ცივილიზაციისგან მიტოვებულს ჰგავს. იქ მცხოვრებ ადამიანებს ქვეყნის ზოგად პრობლემებთან ერთად გაპარტახებული ინფრასტრუქტურაც აწუხებს, გადათხრილი გზები გაუგებარი დასასრულით, ბავშვებს პრაქტიკულად არანაირი გასართობი ან სათამაშო მოედანი არ გააჩნიათ.

ბევრ კორპუსში სარდაფები წყლით ივსება, ანტისანიტარია ქმნის ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროებას. მოკლედ თუ ზესტაფონში სადმე საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები , სწორედ კვალითის დასახლებას ესაჭიროება და ამას შევძლებთ კიდეც“ - აცხადებს წერეთელი

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • თუ ზესტაფონში სადმე საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები, სწორედ კვალითის დასახლებას ესაჭიროება
  • unipress