თუ მასწავლებელი არ გყავს, დარბაზებს ასლან აბაშიძეც არემონტებდა და მერე საჩვენებელ დარბზებად ჰქონდა მოწყობილი

გიგი უგულავა

გამოქვეყნებულია  112 ნახვა განახლებულია 11 თვის წინ

"ევროპული საქართველოს' მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის ოლქში, გიგი უგულავა, ზუგდიდში დამსახრებულ მწვრთნელს, რეზო ბუკიას შეხვდა, რომელიც პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

რეზო ბუკიას თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება, რაიონულ პოლიციასთან ერთად, ცდილობს შეზღუდოს მისი საქმიანობა და ბოტანიკურ ბაღში, სპორტსმენების ვარჯიშს უკრძალავს. გიგი უგულავას თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება რეზო ბუკიას ავიწროებს მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო და არ აძლევს მას საშუალებას სპორტსმენები ავარჯოშოს. უგულავამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო არ უნდა ხდებოდეს ადამიანების ამ მდგომარეობაში ჩაყენება და მაქსიმალურად უნდა წახალისდეს კერძო სპორტული სკოლები.

"ბატონი რეზო არის პირდაპირ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, რადგან ის გამოაგდეს სამსახურიდან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების მიმართ არის ოპოზოციურად განწყობილი. ამის მიუხედავად, ის თავისი ინიციატივით ავარჯიშებს ბავშვებს, ზრდის სპორტსმენებს და სწორედ აქ არის მთავარი საკითხი. ხელი უნდა შევუწყოთ კერძო სკოლებსაც, რათა იყოს კონკურენცია და მრავალფეროვნება, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ბავში ეზიაროს სპორტს ბავშვობიდანვე. აქ ამის საპირისპირო კეთდება ყველაფერი და ეს უნდა დასრულდეს, აქ, ზუგდიდში ასაწყობია თავიდან სისტემა, სისტემა, რომელიც სოციალურად დაუცველ ბავშვებზე სხვანაირად იმუშავებს და სახელმწიფო მათ გადასახადს მთლაიანდ დაფარავს. ასე უნდა იყოს სხვა კატეგორიაზეც. უნდა იყოს გამოყოფილი პრიორიტეტული სპორტის სახეობები და ბავშვთა სპორტზე უნდა დაიხარჯოს მეტი ფული, რათა მივიღოთ რეალური შედეგი. ერთი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, მეორე სპორტის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. ეს მთავრობა რასაც აკეთებს არის საპირისპირო. მათ ჰგონიათ, რომ როდესაც რაიმე დარბაზს გაარემონტებენ, ეს არის სპორტი, თუმცა ცდებიან. სპორტი არის ბავშვი და მასწავლებელი. თუ მასწავლებელი არ გყავს, დარბაზებს ასლან აბაშიძეც არემონტებდა და მერე საჩვენებელ დარბზებად ჰქონდა მოწყობილი. აი ეს მიმართულება აქვს ამ ხელისუფლებას აღებული და ამ არჩევნებთან ერთად ეს მიდგომაც უნდა შეიცვალოს, კერძო სკოლების დემონიზაცია არ უნდა მოხდეს, პირიქით, კერძო სკოლების ინიციატივა სახელმწიფომ უნდა წაახალისოს" - განაცხადა გიგი უგულავამ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • თუ მასწავლებელი არ გყავს, დარბაზებს ასლან აბაშიძეც არემონტებდა და მერე საჩვენებელ დარბზებად ჰქონდა მოწყობილი
  • unipress