თუ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება, საპროტესტო აქციების გადადება შესაძლებელია

ბადრი ჯაფარიძე

გამოქვეყნებულია  6 ნახვა განახლებულია 12 დღის წინ

"ლელოს" ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება შედგება, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციები შესაძლოა, გადაიდოს - ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის ლიდერებისა და ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა:

"თუ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება, რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციების გადადება შესაძლებელია, რადგან ჩვენი ამოცანა და მიზანი საპროტესტო აქციები კი არ არის, ჩვენი ამოცანა და მიზანია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ამ ქვეყანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება ვნახოთ ისეთი პროცესები, რომლის კონტროლი შეუძლებელი იქნება და ჩვენი მოქალაქეები ძალიან დიდ ზიანს მიიღებენ. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა შეთანხმების მიღწევა ორივე მიმართულებით. პირველი, კრიზის დაუყოვნებლივი განმუხტვა, რომელიც დაკავშირებულია მელიას დაპატიმრებასთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მეორე - პოლიტიკური კრიზისი, რომელიც წარმოიშვა 31 ოქტომბრის შემდეგ"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • თუ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება, საპროტესტო აქციების გადადება შესაძლებელია
  • unipress