ივანიშვილის ბოლო გამოსვლა იყო ხალხის უტიფარი დაცინვა

გიგა ბოკერია

გამოქვეყნებულია  65 ნახვა განახლებულია 14 დღის წინ

ევროპულმა საქართველომ დღეს ქუთაისში პარტიის მაჟორიტარობის და მერობის
კანდიდატები წარადგინა.

შეხვედრაზე მოსახლეობას პარტიის ლიდერებმა მიმართეს, მათ შორის გიგა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიას თქმით, დღევანდელი ხელისუფლება მოსახლეობას დასცინის და
უტიფრად ატყუებს. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს სჭირდება გარდამტეხი
ცვლილებები, რომელსაც ქართველი ხალხი 31 ოქტომბერს ერთად მოიტანს.

"ივანიშვილის ბოლო გამოსვლა იყო ხალხის უტიფარი დაცინვა, ამ სიღარიბეში, ამ
უმუშევრობასა და გაჭირვებაში, ის პირდაპირ ეუბნება ხალხს, რომ კმაყოფილია
ყველაფრით და ასე გაგრძელებას აპირებს. თუმცა თქვენთან ერთად ეს ყველაფერი
შეიცვლება. ქართველი ხალხი გაბრაზებულია, ამრიგად არ უნდა დავბრუნდეთ კვლავ უკან და წავიდეთ წინ, რათა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები", — განაცხადა გიგა ბოკერიამ

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • ივანიშვილის ბოლო გამოსვლა იყო ხალხის უტიფარი დაცინვა
  • unipress