ივანიშვილის პირობებში არის ტოტალური უმუშევრობა, უპერსპექტივობა და უიმედობა

გიგი უგულავა

გამოქვეყნებულია  52 ნახვა განახლებულია 5 თვის წინ

ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდში, ბაქოსა და ერევნის ქუჩების მაცხოვრებლებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

უგულავას თქმით, სიმბოლურია, რომ შეხვედრები იმართება ამ ქუჩებზე, იმ კონტექსტის გათვალისწინებით, თუ რა ხდება რეგიონში. უგულავამ აღნიშნა, რომ როგორც ზუგდიდში, ისე მთლიანად საქართველოში არის უმძიმესი სოციალური ფონი, ხოლო ამ დროს ბიძინა ივანიშვილი კლავს ამ რეგიონის ერთადერთ იმედს, ანაკლიის პორტს.

უგულავამ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად შეიცვლება 31 ოქტომბერს და უპერსპექტივობასა და გაჭირვებას გარდამტეხი ცვლილებები დაასრულებს.

„ჩვენ ვიყავით ეხლა ზუგდიდის  ბაქოსა და ერევნის ქუჩებზე, რომლებიც ერთმანეთის მიმდებარედ არის. იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ეხლა კავკასიაში ხდება, ეს სიმბოლურია. აქაც, ისევე როგორ მთელ რაიონსა და ქვეყანაში ცვლილებების მოლოდინია, უმუშევრობა არის პრობლემა, რომელიც ტანჯავს ყველა ადამიანს. ტოტალური უმუშევრობაა ივანიშვილის პირობებში და აღარც იმედია, რომ შეიცვლება რამე.

ამ არჩევნებზე უნდა მოხდეს ეს გარდამტეხი ცვლილება და გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს, გადასახადების დაწევა არის უალტერნატივო, რათა სწრაფად დაიწყოს ეკონომიკამ მუშაობა და შეიქმნას სამუშაო ადგილები. სხვანაირად, უბრალოდ არ გამოვა.

ჩვენ ასევე გვჭირდება დიდი პროექტები და ზუგდიდს აქვს კონკრეტული პროექტი, ეს არის ანაკლიის პორტი, რომელიც არამარტო ზუგდიდის, არამედ მთელი სამეგრელოს დასაქმების და ახალი პერსპექტივის წყაროა და სანამ ივანიშვილი იქნება, ეს არ გაკეთდება.

ამიტომ, მთავარი არის ეხლა ერთი, რომ შეიცვალოს პოლიტიკური წყობა, ჩვენ ასევე ვსაუბრობთ და ადამიანებს ძალიან კარგად ესმით თუ რატომ ამთავრებს ყველა მთავრობა ასე ცუდად. იმიტომ, რომ ყველა მთავრობა არის ერთპარტიული და ერთპიროვნული, ხალხს ესმის, რომ კოალიცია არის სწორი მართვის ფორმა, რადგან ერთმანეთს აბალანსებს და ხალხის გასაჭირზე ფიქრობს და არა საკუთარ გამოგონილ ხუშტურებზე. ეს არის ის თემები, რომლებიც ხალხს აწუხებს და რომლებსაც ხალხი აუცილებლად შეცვლის ამ არჩევნებზე.“ - განაცხადა უგულავამ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ივანიშვილის პირობებში არის ტოტალური უმუშევრობა, უპერსპექტივობა და უიმედობა
  • unipress