ივანიშვილის პირობებში, ლარი იქნება ჩვენი ეკონომიკისა და მოქალაქეების გაღარიბების სიმბოლო. ამიტომ არის აუცილებელი ამ არჩევნებზე გარდამტეხი ცვლილება

გიგი უგულავა

გამოქვეყნებულია  121 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი,
გიგი უგულავა, ლარის გაუფასურებასა და ეკონომიკურ კრიზისს ეხმიანება.
გიგი უგულავას თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების არასწორმა ეკონომიკურმა
პოლიტიკამ ქვეყანა მიიყვანა ეკონომიკურ კრიზისამდე. უგულავას თქმით, გაზრდილია
დისბალანსი უცხოური ვალუტის გადინებასა და შემოდინებას შორის, ხოლო როგორც
უგულავა აღნიშნავს, ამას ეროვნული ბანკის ერთჯერადი ინტერვენციები ვერ უშველის.
გიგი უგულავას თქმით, ამ მძიმე კრიზისის აღმოსაფხვრელად საჭიროა გარდამტეხი
ცვლილებები და კონკრეტული გეგმა, რომელიც ევროპულ საქართველოს აქვს.
„სამწუხაროდ ივანიშვილის ხელსუფლებამ შეგვიყვანა ჩვენ ღრმა ეკონომიკურ
კრიზისში, სამწუხაროდ, აწედან გამოსავალი, ქართული ოცნების დარჩენის პირობებში
შეუძლებელია და ლარის ქცევასაც ეს ეხება პირდაპირ და ჩვენ ამას ვხედვათ, რომ
ხელისუფლება ამ სიტუაციას ვეღარ დაიჭერს.
ლარი მათ შორის იმის გამო, რომ ეკონომიკა სულს ღაფავს და გაიზარდა დისბალანსი
ფულის გადინებასა და შემოდენებას შორის, ეროვნული ბანკის ჩასხმები ამას ვერ
უშველის, ეს არის დაახლოებით იგივე, რომ აისბერგი დნებოდეს და შენ ნიჩბით წყალს
იგერიებდე.
ამრიგად, მთავარი, ფუნდამენტური, გარდამტეხი ცვლილება არის საჭირო ქვეყანაში,
იმისათვის, რომ ეკონომიკაც შესაბამისად ამ ცვლილებებს ფეხ და ფეხ მიჰყვეს და ლარი
დასტაბილურდეს. ივანიშვილის პირობებში, ლარი იქნება ჩვენი ეკონომიკისა და
მოქალაქეების გაღარიბების სიმბოლო. ამიტომ არის აუცილებელი ამ არჩევნებზე
გარდამტეხი ცვლილება, ანუ ივანიშვილის და ქართული ოცნების ხელისუფლებიდან
გაშვება.“ -განაცხადა გიგი უგულავამ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ივანიშვილის პირობებში, ლარი იქნება ჩვენი ეკონომიკისა და მოქალაქეების გაღარიბების სიმბოლო. ამიტომ არის აუცილებელი ამ არჩევნებზე გარდამტეხი ცვლილება
  • unipress