ივანიშვილის პირობებში ჩვენ გავხდით ქვეყანა, სადაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ასტრონომიული სისწრაფით მდიდრდება, დანარჩენი მოსახლეობა კი ასტრონომიული სისწრაფით ღარიბდება

გიგი უგულავა

გამოქვეყნებულია  80 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი გულავა გაეროს საკვები პროგრამის 2020 წლის შიმშილის ანგარიშს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოსახლეობის 8.2% არასრულფასოვნად იკვებება, რაც ევროპის მასთაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

გიგი უგულავას თქმით, ეს სტატისტიკა რეალურია, რაც ჩანს ყველგან საქართველოში, განსაკუთრებით კი სოფლებში. უგულავამ აღნიშნა, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, ივანიშვილის გარემოცვა ასტრონომიული სისწრაფით მდიდრდება, ხოლო სხვა ადამიანები ღარიბდებიან. უგულავას თქმით, ამ ყველაფრის აღმოფხვრას გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება, რომელიც რაც შეიძლება მალე და უმტკინვეულოდ უნდა მოხდეს.

„სამწუხაროდ, როგორც წესი, გარედან შეძახილი გვჭირდება იმ სტატისტიკისთის, რასაც ხშირად შიგნით ვერ ვხედავთ ხოლმე. როდესაც გაივლი საქართველოს სოფლებში, დაგხვდება უამრავი ცარიელი მიტოვებული სახლი, კანტი-კუნტად, მარტოხელა მოხუცებულები, უპატრონოდ დატოვებულები და ბავშვები, რომლებიც აქა-იქ დარბიან. ასეთი მძიმე სურათი, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაშია, განსაკუთრებით კი სოფლებში, გვაგონებს 90-იანი წლების სურათს. ეს ყველაფერი ხდება ქვეყანაში, რომელსაც მართავს მილიარდელი. ივანიშვილის პირობებში ჩვენ გავხდით ქვეყანა, სადაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ასტრონომიული სისწრაფით მდიდრდება, დანარჩენი მოსახლეობა კი ასტრონომიული სისწრაფით ღარიბდება. ამ სტატისტიკის მიხედვით, 8.5% არასრულფასოვნად იკვებება და რომ ვნახოთ ქვეყნები გარშემო, მაგალითად უკრაინა იქ მაჩვენებელი 3.5%-ია. სომხეთშიც ეს ციფრი 2.5%-ია, იმ ქვეყანაში, რომელიც მოქცეულია ეკონომიკურ თუ სავაჭრო ბლოკადაში. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა ჩვენშია, შესაძლებელია, რომ რეგიონის მასშტაბით არსებობდეს იგივე პრობლემები, თუმცა როდესაც ჩვენ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით გვაქვს 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი სიღარიბის მაჩვენებელი, ეს პირდაპირ დაკავშირებლია ქვეყნის ხელმძღვანელობასთან. მილიარდერის პირობებში, გაღარიბდა ქვეყანა, გაიზარდა საგარეო ვალი, რომელიც ჩვენმა შვილებმა უნდა გადაიხადონ და გამოსავალი არის ერთი, დრამატული გარდამტეხი ცვლილებები, რაც შეიძლება მალე და უმტკინვეულოდ. „ - განაცხადა გიგი უგულავამ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ივანიშვილის პირობებში ჩვენ გავხდით ქვეყანა, სადაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ასტრონომიული სისწრაფით მდიდრდება, დანარჩენი მოსახლეობა კი ასტრონომიული სისწრაფით ღარიბდება
  • unipress