ივანიშვილმა, თალაკვაძემ და კობახიძემ იმას მიაღწიეს, რომ ჩვენი მეგობრებიც წონასწორობიდან გამოიყვანეს და უკვე სახელების დარქმევა დაიწყეს, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების

დავით უსუფაშვილი

გამოქვეყნებულია  172 ნახვა განახლებულია 10 თვის წინ

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის შეფასებით, ხელისუფლების სიცრუე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებები იმდენად გადავიდა ზღვარს, რომ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირი საქართველოში პოლიტიკურ პატიმრებზე უკვე პირდაპირ საუბრობს: 

"ეს თემა არც დღემდე იყო უცხო ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩვენი მეგობრებისთვის, მაგრამ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას, მეგობრობას უფრთხილდებოდნენ და ყველაფერს თავის სახელს არ არქმევდნენ. ივანიშვილმა, თალაკვაძემ და კობახიძემ იმას მიაღწიეს, რომ ჩვენი მეგობრებიც წონასწორობიდან გამოიყვანეს და უკვე სახელების დარქმევა დაიწყეს, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების. ეს საერთაშორისო და შიდა პოლიტიკაში, ადამიანურ ურთიერთობებშიც, ბიზნესშიც და ყველა სფეროში უპატიებელი ქმედებაა".

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯიმ რიში საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, სრულიად შეასრულონ მარტში გაფორმებული ხელშეკრულება.

„ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშერულებას, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის პროგრესს“, - ნათქვამია ჯიმ რიშის განცხადებაში, რომელიც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნდა.


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ივანიშვილმა, თალაკვაძემ და კობახიძემ იმას მიაღწიეს, რომ ჩვენი მეგობრებიც წონასწორობიდან გამოიყვანეს და უკვე სახელების დარქმევა დაიწყეს, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების
  • unipress