ივანიშვილმა პრაქტიკულად ანაკლია აქცია ქვიშაში ჩაფლულ ქალაქად

გიგი უგულავა

გამოქვეყნებულია  51 ნახვა განახლებულია 2 თვის წინ

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, დღეს ანაკლიაში იმყოფებოდა, სადაც ზღვიდან ამოტანილი ქვიშა ქარის დროს ქალაქს დიდ ზიანს აყენებს.

უგულავას თქმით, ის რაც ხდება ანაკლიაში არის კატასტროფა და ეს არის ივანიშვილის მავნბელობისა და რუსეთისადმი მაამებლობის შედეგი.

უგულავამ აღნიშნა, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრას სჭირდება ან კონსერვაცია, რომელიც საკმაოდ დიდი თანხებთან არის დაკაშირებული, ან პორტის მშენებლობის განახლება, ხოლო ამას კი სჭირდება პოლიტიკური ცვლილება, რადგან როგორც უგულავა ამბობს, ივანიშვილის ხელისუფლება, რუსეთთან მაამებლობის გამო არ აპირებს ამ პორტის აშენებას.

„დღეს აქ პირბადის მნიშვნელობა კოვიდით არ არის განპირობებული, აქ, ანალკლიაში, პირდაპირი მნიშვნელობით კატასტროფული მდგომარეობაა. საზოგადოებამ იცის, რომ ივანიშვილმა რუსების მაამებლობის გამო შეაჩერა ანაკლიის პორტის მშენებლობა, პორტის მშენებლობა იყო დაწყებული და უდიდესი ოდენობის წყლიდან ქვიშა არის ამოტანილი და ჩვენ უკან ვხედავთ ქვიშის მთას და ოდნავი ქარის პირობებში პრაქტიკულად, ქვიშით ივსება მთელი ანაკლია, ადამიანების სახლები და მათი ფილტვები.

ეს არის კატასტროფა, რადგან თუ დროზე არ მივხედეთ ამას, კურორტი, რომელიც განვითარებას, პერსპექტივას და შესაძლებლობას წარმოადგენდა ზუგდიდელებისათვის, პირიქით გახდება მკვდარი ზონა, რადგან ეს არის ქვიშა, რომელიც არაფერში გამოდგება, აქ არაფერი არ ამოვა, არაფერი არ გაიხარებს. ივანიშვილმა პრაქტიკულად ეს ქალაქი აქცია ქვიშაში ჩაფლულ ქალაქად და ამის გამოსავალი არის ერთადერთი, ამ პორტის მშენებლობა უნდა განახლდეს და პორტი აქ უნდა აშენდეს, რაც იქნება აქაურობის ეკონომიკური გაჯანსაღების, ახალი სამუშაო ადგილებისა და უამრავი ახალი პერსექტივის გაჩენის შესაძლებლობა არამარტო ანაკლიისა და ზუგდიდისთვის, არამედ მთლიანად სამეგრელოს რეგიონისათვის. გამოსავალი აქ ერთადერთია, დანარჩენი, ადგილობრივი ხელისუფლება და ადგილობრივი ამას მარტო ვერ მოერევა, ამას სჭირდება დიდი საკონსერვაციო თანხა, რომელსაც ხელისუფლება არ გამოყოფს და ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ანაკლიაში მცხოვრები ადამიანების ხარჯზე, რომლებსაც ისედაც სეზონი ჩაუვარდათ, ისედაც ვალებში გადავარდნენ, ისედაც ტურისტები აღარ ჰყავთ, ისედაც დაცარიელებულია და ამ ყველაფერს ემატება ეს უბედურება, რომელიც ცოცხლად მარხავს ამხელა განვითარებას და პერსპექტივას. ეს არის რუსეთის მაამებლობისა და მავნებლობის შედეგი ივანიშვილის მხრიდან.

კონსერვაცია, ეს იქნება მოკლევადიანი და საკმაოდ ძვირი გამოსავალი, ხოლო მთავარი გამოსავალი იქნება აქ პორტის მშენებლობის განახლება და მისი აშენება. ამ ცვლილებას ნამდვილად სჭირდება პოლიტიკური გამოსავალი, პოლიტიკური ცვლილება, რათა წავიდეს ხელისუფლებიდან ივანიშვილის ოცნება, რომელმაც ჩააგდო ეს პორტი და ასეთ დღეში დატოვა მოსახლეობა.“ - განაცხადა გიგი უგულავამ

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • ივანიშვილმა პრაქტიკულად ანაკლია აქცია ქვიშაში ჩაფლულ ქალაქად
  • unipress