ივანიშვილს არაფერი გაუკეთებია, რათა სიღარიბე შემცირებულიყო, 8 წლის განმავლობაში ის მხოლოდ წინა 9 წელზე საუბრობდა

სერგი კაპანაძე

გამოქვეყნებულია  152 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ივანიშვილს არაფერი გაუკეთებია, რათა სიღარიბე შემცირებულიყო, 8 წლის განმავლობაში ის მხოლოდ წინა 9 წელზე საუბრობდა - "ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ბიძინა ივანიშვილს განცხადებას ეხმაურება.

სერგი კაპანაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ სიღარიბე შემცირებულიყო და 8 წლის განმავლობაში მხოლოდ წინა 9 წელზე საუბრობდა.

„საინტერესო განცხადებაა, ივანიშვილს თვითონ ჰყავს თავის გუნდში ის ადამიანები, რომლებიც ქვემეხებით ანგრევდნენ რუსთაველს. სიღარიბე ობიექტური რელობა შეიძლება იყოს, მაგრამ, მან რა გააკეთა იმისათვის, რომ სიღარიბე ყოფილიყო დაძლეული, ეს არის მთავარი კითხვა. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ 8 წლის თავზე, მან არათუ რაიმე გააკეთა, რომ სიღარიბე შემცირებულიყო, არამედ პირიქით გაიზარდა. მან არათუ რაიმე გააკეთა, რომ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, პირიქით, ამ 8 წლის განმავლობაში, წინა 9 წელზე საუბრობდა.

ამიტომ, ძალიან მარტივი არის გამოსავალი, ყველას ესმის, რომ ივანიშვილი სიღარიბეს ვეღარ დაძლევს, არ იცის ეს როგორ გააკეთოს, განსხვავებით ევროპული საქართველოსგან, რომელსაც კონკრეტული გეგმა აქვს გარდამტეხი ცვლილებები როგორ მოახდინოს, მათ შორის სიღარიბე როგორ დაიძლიოს, საშუალო ხელფასმა როგორ აიწიოს 2000 ლარამდე, 100 000 სამუშაო ადგილი როგორ შეიქმნას, გადასახადები როგორ შემცირდეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მოვითხოვდით, რომ გადასახადები შეემცირებინათ, რათა ხალხს მეტი ფული დარჩენოდა და კატეგორიულ უარს ვიღებდით. ეხლა რაც არ უნდა აბრალოს 9 წელს და ქვემეხებს რუსთაველზე, ყველამ კარგად გაიგო, რომ თავი და თავი არის თვითონ, მილიარდერი ივანიშვილი.“ -განაცხადა სერგი კაპანაძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ივანიშვილს არაფერი გაუკეთებია, რათა სიღარიბე შემცირებულიყო, 8 წლის განმავლობაში ის მხოლოდ წინა 9 წელზე საუბრობდა
  • unipress