ივანიშვილს და მის კლოუნებს არ აქვთ არც უნარი და არც ხედვა, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ეკონომიკური კრიზისიდან

გიგა ბოკერია

გამოქვეყნებულია  76 ნახვა განახლებულია 4 თვის წინ

ივანიშვილს და მის კლოუნებს არ აქვთ არც უნარი და არც ხედვა, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ეკონომიკური კრიზისიდან - "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, ლარის გაუფასურებასა და ეროვნული ბანკის პოლიტიკას ეხმიანება.

გიგა ბოკერიას თქმით, დღევანდელი ეკონომიკური კრიზისი არის ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგი. ბოკერიამ აღნიშნა, რომ იმის მაგივრად ხელისუფლებას შეემცირებინა წნეხი მოქალაქეებზე, ბოლო წლებში მან გაზარდა გადასახადები, რამაც გააუარესა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.

გიგა ბოჯკერიას თქმით, დღეს, ამ კრიზისიდან მთავარი გამოსავალი არის გარდამტეხი ცვლილებები და როგორც ბოკერია ამბობს, ევროპული საქართველოს ხელკშეკრულებაში გაწერილია ყველა ის კონკრეტული გეგმა ,რომელიც ქვეყანას ამოიყვანს ჭაობიდან და წაიყვანს წინ.

”ის რაც ხდება დღეს ლარის კურსთან დაკავშირებით და ზოგადად, რაც ხდება ბოლო 8 წლის განმავლობაში ლარის მერყეობა, გაუფასურება, არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკის. გადასახადების აწევის, ბიუროკრატიის ზრდის, მავნებლური ინიციატივების, ამ უტიფრობის, როდესაც დღესაც გვეუბნება ივანიშვილი, რომ ყველაფერი კარგად არის და არაფრის შეცვლას არ აპირებს. ივანიშვილის ხელსიფლებაში დატოვება არის კატასტროფის ტოლფასი, რადგან ეს ყველაფერი, დღეს, პანდემიის ფონზე, არის საციცოცხლო საფრთხის მატარებელი საშუალო კლასისთვის, განსაკუთრებით გაჭირვებული მოქალაქეებისათვის და მთლიანად საქართველოს ეკონომიკისათვის.

ივანიშვილის დამარცხებისთანავე აუცილებებლია გადასახადების დაწევა, კერძო საკუთრებაში ქონების დაბრუნება, რეალური რეფორმები ამ მიმართულებით, რათა ეკონომიკა გამოცოცხლდეს და ქვეყანაში ვალუტა შემოვიდეს, სამუშაო ადგილები შეიქმნას და შემოსავალი გაიზარდოს.ივანიშვილს და მის კლოუნებს არ აქვთ არც უნარი და არც ხედვა, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ეკონომიკური კრიზისიდან, თუმცა აქვთ უტიფრობა, რომელმაც ქვეყანა ასეთ ჩიხში შეიყვანა. ამრიგად, ეროვნული ბანკის ჩარევა არაფერს არ შეცვლის, რომც დროებით რამე დასტაბილურდეს, ამას სჭირდება ხელისუფლების შეცვლა და იმ გეგმის განხორციელება, რაც აქვს ევროპულ საქართველოს, ანუ გარდამტეხი ცვლილებების. დრამატული დაწევა გადასახადების და ეკონომიკის ამუშავება, რათა ქვეყანაში სამუშაო ადგილები შეიქმნას და ქვეყანაში შემოვიდეს ინვესტიციები.

გარე ფაქტორები შეიძლება არსებობდეს, თუმცა ქვეყანას ჰყავს მთავრობა იმისთვის, რომ მათ ნაბიჯები გადადგან თავად და იმის მაგივრად, რომ მათ შეემცირებინათ გადასახადები, პირიქით გაზარდეს და ფუნდამენტურად უარი თქვეს წნეხის შემცირებაზე,  მათ შორის განსაკუთრებული გაჭირვების, პანდემიის დროსაც. ამრიგად, თუ არ მოხდა გარდამტეხი ცვლილებები, ვერ შეიცვლება მდგომარეობა. ჩვენ ხელშეკრულებაში, სადაც კონკრეტული პუნქტებია ჩამოწერილი, აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ შევასრულებთ მათ და ქვეყანაში მოვიტანთ გარდამტეხ ცვლილებებს.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ივანიშვილს და მის კლოუნებს არ აქვთ არც უნარი და არც ხედვა, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ეკონომიკური კრიზისიდან
  • unipress