ივლისში გამქრალი არ იქნება პანდემია, ვთავაზობთ, რომ ამ ვითარებაში გააკეთონ ერთი კომბინირებული გამოცდა - სერგო რატიანი

კომბინირებული გამოცდა

გამოქვეყნებულია  182 ნახვა განახლებულია 8 თვის წინ

ივლისში გამქრალი არ იქნება პანდემია, ვთავაზობთ, რომ ამ ვითარებაში გააკეთონ ერთი კომბინირებული გამოცდა, სადაც ერთ სასესიო დღეში შეიძლება დამთავრდეს ყველაფერი - ამის შესახებ განცხადება, "ევროპულის საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა გააკეთა. მან ასევ აღნიშნა, რომ შემაშფოთებელია განათლების მინისტრის განცხადება, რომ 2020 წლის ეროვნული გამოცდები, იგივე ფორმატით ჩატარდება:     

"ივლისში გამქრალი არ იქნება პანდემია, შემცირებული იქნება, მაგრამ მომზადებული უნდა იყოს სისტემა. არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ფაქტობრივად ისევ 4-5 დღე უნდა აბარებინონ აბიტურიენტებს გამოცდები, ეს არის შემაშფოთებელი. ჩვენ ვთავაზობთ, რომ ამ ვითარებაში გააკეთონ ერთი კომბინირებული გამოცდა, სადაც ერთ სასესიო დღეში შეიძლება დამთავრდეს ყველაფერი. მაქსიმუმ, სამი ჩატარდეს ერთად ერთ დღეში და მეოთხე გამოცდაზე, რომელიც არ არის ყველასთვის აუცილებელი, გაცილებით ნაკლები ადამიანი იქნება.  რაიონულ ცენტრებში და დიდ ქალაქებში 40 000 აბიტურიენტის და მათი ოჯახის წევრების მობილიზება - ეს იქნება სახიფათო"


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ივლისში გამქრალი არ იქნება პანდემია, ვთავაზობთ, რომ ამ ვითარებაში გააკეთონ ერთი კომბინირებული გამოცდა - სერგო რატიანი
  • unipress