იმედგაცრუების დრამატულ სიმბოლოდ ქცეული 1 ოქტომბერი

არმაზ ახვლედიანი

გამოქვეყნებულია  116 ნახვა განახლებულია 9 თვის წინ

"ევროპული საქართველოს" ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანი, ქართული ოცნების 8 წლიან ხელისუფლებას აფასებს. ახვლედიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ვერ გამოიყენა ისტორიული შანსი დაესრულებინა არადემოკრატიული და არაჰუმანური მმართველობა და მეორემხრივ, გაეგრძელებინა 2003 წელს დაწყებული მნიშვნელოვანი რეფორმები.

ახვლედიანმა აღნიშნა, რომ 1 ოქტომბრიდან 8 წლის თავზე, ამ პროექტის სულიჩამდგმელი, ბიძინა ივანიშვილი, გაკოტრებულ და დრომოჭმულ ავტორიტარად იქცა.

„2012 წლის 1 ოქტომბერი, მრავალთათვის სასიკეთო ცვლილებებისა და იმედების დღე, სულ მალე იმედგაცრუების, ქვეყნის ნორმალურ, სამართლიან, ადამიანზე ორიენტირებულ კალაპოტში ჩაყენების უნიკალური შესაძლებლობის ხელიდან გაშვების დრამატულ სიმბოლოდ იქცა! ბიძინა ივანიშვილმა ვერ გამოიყენა ისტორიული შანსი, ერთი მხრივ, დაესრულებინა ერთპარტიული, არაჰუმანური, არადემოკრატიული მმართველობა, მეორე მხრივ კი, წარმატებით განეგრძო

2003-ში დაწყებული მნიშვნელოვანი რეფორმები. მასთან ჩემი 6-თვიანი საქმიანი ურთიერთობის განმავლობაში, ყოველ ჯერზე მოვუწოდებდი, დაგვეწყო მმართველი პარტიის დემოკრატიულ ყაიდაზე მოწყობა, სახელისუფლებო და პარტიული ვერტიკალის გათავისუფლება მედროვე, გაუნათლებელი, კორუმპირებული პირებისგან, ხელი აგვეღო პოლიტიკური ნიშნით ოპონენტების დევნაზე და შეგვექმნა რეალურად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა. “ქართული ოცნების” ხელმძღვანელად ჩემი მიწვევიდან პირველი ორი თვე ის სიტყვით მტკიცედ მიჭერდა მხარს ამ ინიციატივებში, თუმცა სულ მალე ცხადი გახდა, რომ მისი არჩევანი საბოლოოდ არადემოკრატიულად მოაზროვნე, აღებ-მიცემობაში გაწაფული, მაამებელი და უსიტყვოდ მორჩილი რეტროგრადების სასარგებლოდ გაკეთდებოდა.

საქართველომ დაკარგა უამრავი შესაძლებლობა, მოკლე დროში გამხდარიყო ეკონომიკურად განვითარებული, წარმატებული და, იმავდროულად, სამართლიან წესრიგზე დამყარებული ქვეყანა. თითქმის ყველა მთავარი მიმართულებით აშკარა, კატასტროფული დაღმასვლაა. გაღატაკებას, წარმოუდგენელ სიდუხჭირეს, გაუგონარ უმუშევრობას და ეკონომიკის სრულ ვარდნას ერთვის ღრმა კორუფცია, პოლიტიკური კერპთაყვანისმცემლობა, ოპონენტების დევნა, ცილისწამება, შანტაჟი და მტრად შერისხვა, ძალადობისა და ზიზღის ენის დამკვიდრება, საზოგადოების პოლიტიკური ნიშნით სახიფათო პოლარიზება და დაპირისპირება, თვითმმართველობის განადგურდბა, სამართალდამცავი სტრუქტურებისა და საბიუჯეტო სექტორში მომუშავე ადამიანების პოლიტიკური კონიუნქტურისთვის დამორჩილება, თავისუფალი მედიის უხეშად შეზღუდვა და დასავლური ვექტორის შერყევა. სანაქებო დემოკრატიის და კეთილდღეობის დაპირებით მოსული ივანიშვილი თავად იქცა არადემოკრატიულობის, უსამართლობის, კორუფციული გარიგებების, პროგრესისა და თავისუფლების უმთავრეს შემაფერხებელ ფაქტორად.

სწორედ ამიტომ, 1 ოქტომბრის წარუმატებელი ექსპერიმენტის 8 წლისთავზე ამ პროექტის ავტორი და სულისჩამდგმელი ივანიშვილი თითქმის სრულად გაკოტრებულ, დრომოჭმულ ავტორიტარად ჩამოყალიბდა. საქართველოს დღეს როგორც არასდროს, სჭირდება სწორი, გამაერთიანებელი ხედვა, რომელიც ახლა არამარტო დაგვიხსნის მზაკვარი ივანიშვილისგან, არამედ სამუდამოდ გამორიცხავს “ივანიშვილიზმის” ანომალიური, ანტიქართული, უსამართლო ფენომენის ნებისმიერი ფორმით გამეორებას. ეს იდეა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ სრულად გასიგრძეგანებული შეკვეთაა, გულის ძახილია, რომელიც მყარად, სამართლებრივად გაფორმდება 31 ოქტომბერს და ეს დღე გახდება ათწლეულების განმავლობაში ჩაკეტილი მოჯადოებული წრის გარღვევისა და ფუნდამენტური, შეუქცევადი ცვლილებების დასაწყისი!“ - აცხადებს არმაზ ახვლედიანი

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • იმედგაცრუების დრამატულ სიმბოლოდ ქცეული 1 ოქტომბერი
  • unipress