ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, შესაძლოა, თბილისში ზომები გამკაცრდეს

მარინა ენდელაძე

გამოქვეყნებულია  113 ნახვა განახლებულია 7 თვის წინ

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ ინფიცირებულთა ზრდის გამო, შესაძლებელია თბილისში ზომები გამკაცრდეს.

„ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ შესაძლებელია, თუ ასეთი მატება იქნა, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ზუსტად პირველ სექტემბრამდე გამკაცრებული ზომების პირობებში მატება თითქმის არ გვქონდა, ძალიან მცირე იყო, ახლა მატება არის და შესაბამისად, შეიძლება მთავრობამ გადაწყვიტოს ამის შესახებ. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის“,- განაცხადა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ენდელაძის თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე ახლა თბილისია, სადაც 194 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, შესაძლოა, თბილისში ზომები გამკაცრდეს
  • unipress