ირანში დაკავებული ამერიკელების საკითხზე ვაშინგტონმა თეირანთან მოლაპარაკებები დაიწყო

ვაშინგტონი

გამოქვეყნებულია  29 ნახვა განახლებულია 10 დღის წინ

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ირანში დაკავებული ამერიკელების საკითხზე ვაშინგტონმა თეირანთან მოლაპარაკებები დაიწყო. 

როგორც უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, აშშ-მა ირანთან აშშ-ის მოქალაქეების დაკავების გამო კომუნიკაცია დაიწყო:     

"ამ ამერიკელების უსაფრთხოდ სახლში დაბრუნება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით ირანელებთან ურთიერთობა დავიწყეთ. ჩვენ არ მივიღებთ გრძელვადიან წინადადებას, რომლის დროსაც ისინი ამერიკელების უსამართლო და უკანონო ხერხით პატიმრობაში დატოვებას განაგრძობენ".

ბოლო წლების განმავლობაში ირანმა ორმაგი მოქალაქეობის მქონე ათობით პირი, მათ შორის რამდენიმე ამერიკელი, ძირითადად ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. უფლებადამცველები ირანს დაკავებების სათავისოდ გამოყენების, სხვა ქვეყნებისგან დათმობების მიღების მცდელობაში ადანაშაულებენ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ირანში დაკავებული ამერიკელების საკითხზე ვაშინგტონმა თეირანთან მოლაპარაკებები დაიწყო
  • unipress