ირმა ნადირაშვილმა გარდაბნში ადგილობრივების პრობლემები მოისმინა

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  127 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავის და გარდაბნის ოლქში, ირმა ნადირაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირს ეწვია და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, სოფელში უმძიმესი ინფრასტრუქტურული პრობლემებია, მათ შორის, არის გზისა და წყლის პრობლემა. მან ასევე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, სოფლები არის მიტოვებული, ხოლო ამ ყველაფრის შეცვლა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება:

"მოსახლებას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა. ეს არის წყლის პრობლემა, გზების პრობლემა. ადამიანი როდესაც ავად ხდება, ისიც კი არ არის შესაძლებელი, რომ სასწრაფო დროულად მოვიდეს და ადამიანებს დროულად აღმოუჩინოს დახმარება. ძალიან ბევრია ისეთი პრობლემა, როდესაც დაუკანონებელი, გაუფორმებელი სახლებია და ეს პრობლემაც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ უბრალოდ მიტოვებული აქვს ეს დასახლება და წლების განმავლობაში არაფერი გაკეთებულა ამ პრობლემების მოსაგვარებლად, პრობლემები მხოლოდ იზრდება. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი უნდა გადავიდეს ოპოზიციაში, იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა და ათასობით ასეთმა ადამიანმა სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში, შეძლოს უკეთესად ცხოვრება".

ირმა ნადირაშვილის კომენტარს "ევროპული საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ირმა ნადირაშვილმა გარდაბნში ადგილობრივების პრობლემები მოისმინა
  • unipress