ისრაელის კოალიციური მთავრობა ფიცს 13 მაისს დადებს

ისრაელი|კოალიცია

გამოქვეყნებულია  392 ნახვა განახლებულია 7 თვის წინ

„როიტერის" ინფორმაციით, ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები მას კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების უფლებას არ უზღუდავს. უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპონენტების აპელაციები და დაადგინა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ და ბენი განცთან ერთად სამთავრობო კოალიციის შექმნით კანონი არ ირღვევა.

„არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ ქნესეთის წევრს ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირების საშუალება არ მიეცეს,“- ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ბენი განცმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ახალი კოალიციური მთავრობა ფიცს 13 მაისს დადებს.

შეგახსენებთ, ნეთანიაჰუს პარტიამ „ლიკუდი” და ბენი განცის პარტიამ „ლურჯი და თეთრი“ სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუ პრემიერის პოსტს წელიწად-ნახევრის განმავლობაში დაიკავებს, რის შემდეგაც მას ბენი განცი ჩაანაცვლებს. მანამდე კი ბენი განცი ისრაელის თავდაცვის მინისტრის მოვალეობებს შეასრულებს


infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • ისრაელის კოალიციური მთავრობა ფიცს 13 მაისს დადებს
  • unipress