ისრაელმა საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა

ისრაელი

გამოქვეყნებულია  87 ნახვა განახლებულია 6 თვის წინ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. შემზღუდველი ზომები 19 სექტემბრიდან ამოქმედდება და სამ კვირას გასტანს. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს. ზომები მოქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავს, დაიხურება საგანმანათლებლო დაწესებულებები, ფუნქციონირებას შეწყვეტს კაფეები და რესტორნები. მუშაობას განაგრძობს მხოლოდ პირველადი დანიშნულების დაწესებულებები.

ცნობისთვის, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ბოლო პერიოდში გამწვავდა, ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 3000-დან 5 000-მდე მერყეობს.ვირუსს ისრაელში 1108 ადამიანი ემსხვერპლა.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ისრაელმა საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა
  • unipress