ის მინიმალური მატებაც კი, რაც ბოლო წლებში პენსიასთან დაკავშირებით იყო, უკვე შეჭმული აქვს ფასების ზრდას

ზურაბ ჭიაბერაშვილი

გამოქვეყნებულია  73 ნახვა განახლებულია 6 თვის წინ

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და
ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო
მოსყიდვაზე საუბრობს.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ აქტიურად
დაიწყო სოციალური დახმარებებისა გაცემა წინასაარჩევნოდ, ასევე ბოლო თვეებში
პენსიის მინიმალური ზრდა, ეს ადამიანებისთვის მიზერული დახმარებაა.
ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის შედეგად,
ადამიანებს სხვადასხვა სახის სახელმწიფო დახმარება არაფერში არ ყოფნით.
„ის მინიმალური მატებაც კი, რაც ბოლო წლებში პენსიასთან დაკავშირებით იყო, უკვე
შეჭმული აქვს ფასების ზრდას. დღეს პენსიონერები გაცილებით უფრო მძიმე
მდგომარეობაში არიან, თუნდაც 20 ლარით გაზრდილი პენსიით, ვიდრე იყვენენ წლების
წინ. დღევანდელი პენსია არაფერს არ ყოფნის, შევლენ ისინი სასურსათო მაღაზიაში თუ
აფთიაქში და იმისათვის, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს, ამას სჭირდება მაღალი
ეკონომიკური ზრდა მეტი შემოსავალი ბიუჯეტში და სხვაგვარი სოციალური პოლიტიკა,
რაც ქართული ოცნების წასვლის, 31 ოქტომბრის შემდეგ დაიწყება.“ - განაცხადა ზურაბ
ჭიაბერაშვილმა.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ის მინიმალური მატებაც კი, რაც ბოლო წლებში პენსიასთან დაკავშირებით იყო, უკვე შეჭმული აქვს ფასების ზრდას
  • unipress