ის, რომ ე.წ პატრიოტთა და სინამდვილეში მოღალატეთა ალიანსი, არის ქართული ოცნების ნაწილი და გაგრძელება, ეს, რათქმაუნდა, შეუმჩნეველი არ დარჩება არამარტო ჩვენ საზოგადოებას, არამედ ჩვენ პარტნიორებს და მათ შორის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს

გიორგი კანდელაკი

გამოქვეყნებულია  85 ნახვა განახლებულია 6 თვის წინ

"ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, ადამ კიზინგერის განცხადებას ეხმაურება. კანდელაკის თქმით, ის ფაქტი, რომ პატრიოტთა ალიანსი არის ქართული ოცნების ნაწილი, სტრატეგიულ პარტნიორს შეუმჩნეველი არ დარჩება. კანდელაკმა აღნიშნა, რომ გამოძიების დაწყებაზე უარის თქმით რუსეთისა და პატრიოთა ალიანსის კავშირის შესახებ, ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ დასვა ტოლობის ნიშანი საკუთარ თავსა და პატრიოტთა, სინამდვილეში კი, მოღალატეთა ალიანსს შორის.

"ის, რომ ე.წ პატრიოტთა და სინამდვილეში მოღალატეთა ალიანსი, არის ქართული ოცნების ნაწილი და გაგრძელება, ეს რათქმაუნდა, შეუმჩნეველი არ დარჩება არამარტო ჩვენ საზოგადოებას, არამედ ჩვენ პარტნიორებს და მათ შორის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს. ასევე არავის გამორჩება ფაქტი, რომ მიუხედავად ასეთი თვალშისაცემი მტკიცებებლებისა მოღალატეთა ალიანსის წინააღმდეგ, გამოძიების დაწყებაზე პროკურატურამ განაცხადა უარი, იმ პირობებში, როცა იმ ინსტრუქციებში, რომელიც მათ მიიღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ერთ-ერთი განყოფილების უფროსის სახელით, ის გზავნილები რაც მათ მოწოდებული აქვთ რუსეთისგან, ისინი ამას ნათლად ასრულებენ და ამჟღავნებენ ამას ჩვენ საჯარო სივრცეში. გამოძიების დაწყებაზე უარის თქმით კი ქათულმა ოცნებამ, კიდევ ერთხელ საჯაროდ დასვა ტოლობის ნიშანი საკუთარ თავსა და ამ პატრიოტთა, სინამდვილეში კი მოღალატეთა ალიანსს შორის.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ის, რომ ე.წ პატრიოტთა და სინამდვილეში მოღალატეთა ალიანსი, არის ქართული ოცნების ნაწილი და გაგრძელება, ეს, რათქმაუნდა, შეუმჩნეველი არ დარჩება არამარტო ჩვენ საზოგადოებას, არამედ ჩვენ პარტნიორებს და მათ შორის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს
  • unipress