გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ფეისბუქით ეხმაურება:
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ინტერვიუს ვუყურე „რუსთავი2“-ზე. არც გაურკვევლობაში დარჩენას ვაპირებ და არც თვალთმაქცობას. ამიტომ, საჯაროდ ვკითხულობ: იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს? ვინ ჩაშალა და როდის? რა მიზეზით? პ.ს. ნებისმიერი სხვა პარტიის ლიდერი რომ მისულიყო „რუსთავი2“-ზე და იგივე ეთქვა, ახლა მთელი ოპოზიციური მედია ამის გარკვევით იქნებოდა დაკავებული, ის ლიდერი კი - საჯაროდ ჯვარცმული“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე

0 კომენტარი