იუსტიციის საბჭომ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია 8 მარტს დადებული ხელშეკრულების იმ ნაწილზე, რომელიც სასამართლოს ეხება - ანა დოლიძე

ანა დოლიძე

გამოქვეყნებულია  153 ნახვა განახლებულია 7 თვის წინ

იუსტიციის უმღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მოითხოვს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია 8 მარტს, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დადებული ხელშეკრულების იმ ნაწილზე, რომელიც სასამართლოს ეხება:                        

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, სადაც სასამართლოს პოლიტიზიერების საფრთხე და ფაქტი არის დაფიქსირებული, ხმა არ ამოუღია. იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხვა შემთხვევებში წინა პლანზე არის ხოლმე, როდესაც ხსნის და იცავს თავის პოზიციებს. 8 მარტის შეთანხმებაში სასამართლოს როლთან დაკავშირებით ეს საბჭო ზის ჩირგვებში. ეს შეთანხმება არის საბჭოს საქმიანობის ფიასკოდ შეფასება. როდესაც მილიონიბით ევრო და დოლარია ჩადებული სასამართლოს დამოუკიდებლობაში, დასტურდება, რომ ქვეყანაში სასამართლოს პოლიტიზირების საფრთხე არსებობს. მე მოვითხოვ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააფიქსიროს, თუნდაც 2 თვის შემდეგ, პოზიცია, როგორც ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ამ შეთანხმებასთან მიმართებაში. მეორე, გამობრძანდეს და წარმოადგინოს ხედვა და რეფორმის გეგმა. მაშინ, როდესაც დადასტურდა, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლებამ და მისმა ყველაზე მნიშვნელოვანმა პარტნიორებმა დაადასტურეს, რომ სასამართლო ამ ქვეყანაში პოლიტიზირებულია, წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა სასამართლოს დამოუკიდებლობის და დეპოლიტიზაციის. მათ შორის, ის გეგმა, რომელიც ამ შეთანხმებაში არის მოხსენებული“


infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • იუსტიციის საბჭომ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია 8 მარტს დადებული ხელშეკრულების იმ ნაწილზე, რომელიც სასამართლოს ეხება - ანა დოლიძე
  • unipress