კალაძე ცდილობს „ქართულ ოცნებაში“ იყოს „თეთრი ყვავი“, მაგრამ გახდება თუ არა დამოუკიდებელი, აი ეს საეჭვოა

დავით ჭიჭინაძე

გამოქვეყნებულია  312 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

კახა კალაძე ცდილობს იყოს „თეთრი ყვავი“. ის უკვე დიდი ხანია ცალკე სუბიექტია „ქართულ ოცნებაში“, მაგრამ გახდება თუ არა დამოუკიდებელი, აი ეს საეჭვოა. რაც შეეხება „ოცნების“ ახალ სახეებს, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საკმაო გავლენა გრიგოლ ლილუაშვილს ექნება, - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ახალი სახეებით გადახალისებას:    

„გიორგი გახარია არც ფიგურაა, არც გუნდური მოთამაშე, შესაბამისად ის ვერც გუნდს შეკრებს. რასაც ვერ ვიტყოდი კალაძეზე. კალაძეს ამ შემთხვევაში ალბათ ფეხბურთმა უშველა, ამბიციაც მეტი გააჩნია და თუ კანონი არ შეიცვალა და  თავისი 22 მაჟორიტარით დარჩა თბილისში, გაცილებით მეტი გავლენა ექნება „ოცნებაში“ მყოფ ნებისმიერ ადამიანზე, შესაბამისად ივანიშვილისთვისაც უფრო სახიფათო გახდება.

მოკლედ, ივანიშვილს კვირიკაშვილთან უკვე ქონდა „მწარე გამოცდილება“ , ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, ახალი გუნდის არჩევაში,  ლილუაშვილს ექნება ყველაზე დიდი გავლენა. არც ის არის გამორიცხული, თავადაც გახდეს პოლიტიკური ფიგურა.  მითუმეტეს, რომ ლილუაშვილს უკვე აქვს სერიოზული კულუარული გავლენებიც და პოლიტიკური გამოცდილებაც. ანუ, კალაძის საპირწონე ამ შემთხვევაში გახარია კი არა, სუსის ხელმძღვანელი ხდება.  თუ რა თქმა უნდა, კახა კალაძემ კიდევ რამე მსგავსი არ „მოუწყო“ , რაც უკვე ერთხელ გააკეთა კომპანია  „სვეტთან“ მიმართებაში.“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • კალაძე ცდილობს „ქართულ ოცნებაში“ იყოს „თეთრი ყვავი“, მაგრამ გახდება თუ არა დამოუკიდებელი, აი ეს საეჭვოა
  • unipress