კანადა, ტუნისი და საქართველო ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღეს

ევროკავშირი

გამოქვეყნებულია  61 ნახვა განახლებულია 3 თვის წინ

კანადა, ტუნისი და საქართველო იმ ქვეყნების სიიდან ამოიღეს, საიდანაც მოგზაურებს ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება შეეძლოთ. ამის მიზეზი ამ ქვეყნებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. ამის შესახებ „ფრანს-პრესი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ცნობით, 27 წევრი ქვეყნის საბოლოო გადაწყვეტილება პარასკევს გახდება ცნობილი.

„კოვიდ-19-ით დაინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, საქართველო, კანადა და ტუნისი სიიდან ამოიღეს“, - განუცხადა სააგენტოს ევროპელმა დიპლომატმა და დასძინა, რომ სიას დაემატება სინგაპური ასევე დაინფიცირების გაზრდილი რაოდენობის გამო

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • კანადა, ტუნისი და საქართველო ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღეს
  • unipress