კაპიტოლიუმის პოლიციამ პენტაგონს თხოვნით მიმართა, კაპიტოლიუმის შენობის დაცვის მიზნით, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლების მისია კიდევ ორი თვით გაახანგრძლივოს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები კაპიტოლიუმის შენობას 6 იანვარს მომხდარი თავდასხმის შემდეგ იცავენ. ამ დროისთვის კაპიტოლიუმის შენობაში 5 200 ჯარისკაცია განლაგებული. მათი მისია 12 მარტს უნდა ამოწურულიყო

0 კომენტარი