კაპიტოლიუმში შეჭრის ფაქტზე 160-ზე მეტი საქმეა აღძრული

გამოძიების ფედერალური ბიურო

გამოქვეყნებულია  55 ნახვა განახლებულია 8 დღის წინ

კაპიტოლიუმში შეჭრის გამოძიების ფარგლებში, აღძრულია 160-ზე მეტი საქმე და ბრალი წაუყენეს 70 ადამიანს. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვაშინგტონის პროკურორმა, მაიკლ შერვინმა განაცხადა.

გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, რადგან, როგორც მოსალოდნელია, ბრალს ასობით პირს წაუყენებენ.

ამასთან, გამოძიების ფედერალური ბიუროს ვაშინგტონის ოფისის დირექტორის თანაშემწემ, სტივენ დანტუონომ აღნიშნა, რომ გამოძიება საზოგადოებისგან 100 ათასამდე ციფრული მტკიცებულება მიიღო.

გამოძიების ფედერალური ბიურო მოუწოდებს არეულობის მონაწილეებს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს.

6 იანვარს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე არჩევნების შედეგების დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობდა. არეულობისას ხუთი ადამიანი გარდაიცვალა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • კაპიტოლიუმში შეჭრის ფაქტზე 160-ზე მეტი საქმეა აღძრული
  • unipress