კარანტინის შემდეგ ესპანეთში მოქალაქეები ქუჩაში სავარჯიშოდ გავიდნენ

კარანტინი

გამოქვეყნებულია  2,121 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

შვიდ კვირიანი კარანტინის შემდეგ პირველად, დღეს ესპანელები ქუჩაში სავარჯიშოდ და ველოსიპედებით გავიდნენ. მათ საშუალება აქვთ, ერთ კილომეტრამდე მანძილი გიარონ. მოქმედი წესების მიხედვით, მოქალაქეებმა ქუჩაში ორ მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან. მათ გარეთ გასვლის უფლება მხოლოდ ერთ თანმხლებ პირთან ერთად აქვთ.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით მოსახლეობისადმი მიმართვა გაავრცელა:         

„დღეს ჩვენ შეზღუდვების გამარტივებისკენ პირველი ნაბიჯი გადავდგით, უნდა ვიყოთ ყურადღებით და ამას პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. ვირუსი ჯერ კიდევ აქ არის. უნდა დავემორჩილოთ წესებს, დავიცვათ ჰიგიენა და სოციალური დისტანცია“.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 216 582 შემთხვევა არის დაფიქსირებული, დაღუპულია 25 100 ადამიანი


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • კარანტინის შემდეგ ესპანეთში მოქალაქეები ქუჩაში სავარჯიშოდ გავიდნენ
  • unipress