კარტოგრაფების საქმე არის ის საქმე, რომელიც ამ ხელისუფლებას მოუსწრაფებს პოლიტიკურ სიცოცხლეს

სერგი კაპანაძე

გამოქვეყნებულია  35 ნახვა განახლებულია 2 დღის წინ

"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, კარტოგრაფების საქმეს ეხმაურება. კაპანაძის თქმით, ამ ორ ადამიანს მთავრობის პროპაგანდისტული მედია საშუალებები ედავებიან ქვეყნის ღალატს და დავით გარეჯის გაყიდვას, რა დროსაც ეს სისხლის სამართლის საქმეში არ არის ნახსენები.

კაპანაძის თქმით, ივანიშვილის მიზანია, რომ ამ საქმით კიდევ ერთხელ დაანახოს საზოგადოებას , რომ საქართველოში არის ორპოლუსიანი სამყარო, ერთ მხარეს კეთილი ივანიშვილი, ხოლო მეორე მხარეს ბოროტი სააკაშილი.

„კარტოგრაფების საქმე არის ის საქმე, რომელიც ამ ხელისუფლებას მოუსწრაფებს პოლიტიკურ სიცოცხლეს, იმიტომ, რომ ორი აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის ჩააგდეს ციხეში, დააბრალეს ენით აღუწერელი რამ, ქვეყნის ღალატი და გარეჯის გაყიდვა, ეს დააბრალეს პროპაგანდისტული მედია საშუალებების მეშვეობით, თორემ რეალურად, მათ ამასაც კი არ ედავებიან უშუალოდ სისხლის სამართლის საქმეში. ანუ, ეს არის ორი ადამიანი, რომელიც ტყუილად ზის ციხეში და ამ ბრალდებას აქვს ერთადერთი აზრი, ერთადერთი დანიშნულება, რაც პირდაპირ გაახმოვანა ბატონმა ღარიბაშვილმა და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებმა, რომ დააბრალონ ღალატი წინა ხელისუფლებას.

ყველანაირი არგუმენტის, ყველანაირი საფუძველის და ყველანაირი გამართლების გარეშე და ეს ფანდი, რომელსაც ივანიშვილი უკვე იყენებს, რომ წინასაარჩევნოდ შემოჰყავს სააკაშვილი, რომ მას დააბრალოს მორიგი აბსურდი, მას ამჯერად არ გაუვა და ამის მცდელობა, რომ წარმოაჩინოს ორპოლუსიანი სამყარო საქართველოში, ერთ მხარეს კეთილი ივანიშვილი და მეორე მხარეს ბოროტი სააკაშილი, ეს არ გამოუვა, რადგან ეს ასე არ არის. დღეს არის მრავალპოლუსიანი გარემო და მარტო ამ ორ ძალას შორის არჩევანი არ არის. ამიტომ, ივანიშვილის ეს მცდელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად გაკოტრებულია ეს ხელისუფლება, რომ არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი მას არ გააჩნია.“ - განაცხადა კაპანაძემ

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • კარტოგრაფების საქმე არის ის საქმე, რომელიც ამ ხელისუფლებას მოუსწრაფებს პოლიტიკურ სიცოცხლეს
  • unipress