კახა ოქრიაშვილის საგანგებო განცხადება

კახა ოქრიაშვილი

გამოქვეყნებულია  379 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" დეპუტატობის კანდიდატი  კახა ოქრიაშვილი ეხმაურება დმანისში განვითარებულ მოვლენებს  და საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

"მსურს, გამოვეხმაურო 21 ოქტომბერს დმანისში, "ქართული ოცნების" შტაბში და მის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს. გუშინ, საღამოს საათებში "ქართული ოცნების" აქტივისტმა, ზურა ოკმელაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა სამი პირი. ამავდროულად, ოკმელაშვილი სწორედ ის პერსონაა, რომელმაც თანმხლებ პირებთან ერთად, ჩვენს აქტივისტს პოლიტიკური მოტივით, ფიზიკურად გაუსწორდა მას, ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ავტომობილი, რომლის დამადასტურებელი ვიდეო-მტკიცებულება არსებობს და გადაცემულია საგამოძიებო ორგანოებისათვის.

შევახსენებ საზოგადოებასა და ჩემს ოპონენტს „ქართული ოცნებიდან“ გოგი მეშველიანს - ჩვენ ამ პიროვნების, ოკმელაშვილის პასუხისგებაში მიცემას უკვე თვეზე მეტია ვითხოვთ და სამართალდამცავი ორგანოების დროული ჩართულობა და რეაგირება რომ ყოფილიყო, 21 ოქტომბრის ინციდენტი არ მოხდებოდა!

და ბოლოს, გოგი მეშველიანის განცხადებით, ის თითქოს საერთოდ არ იცნობს ოკმელაშვილს და ეს თავდასხმა ნაციონალური მოძრაობისა და პირადად ჩემი ხელწერაა. ამ ცრუ-ბრალდებას მხოლოდ მოკლედ შევეხები - ოკმელაშვილი აქტიურად არის ჩართული მეშველიანის წინასაარჩევნო კამპანიაში, რასაც ორი კვირის წინ მათი ერთობლივად გადაღებული და სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოსურათებიც ადასტურებს. და მეორე - 2012 წლამდე თავად ბატონი მეშველიანი როგორც ნაციონალური მოძრაობის კადრი და გულშემატკივარი, ჯერ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მუშაობდა, ხოლო უშუალოდ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, კობა ნაყოფიას საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • კახა ოქრიაშვილის საგანგებო განცხადება
  • unipress