კელი დეგნანი ილია მეორეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

ილია მეირე, კელი დეგნანი

გამოქვეყნებულია  1,824 ნახვა განახლებულია 3 წელი წინ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

მილოცვის ტექსტი საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩემთვის პატივია, მოგილოცოთ დამდეგი აღდგომის დღესასწაული. დაე, ეს აღდგომა იყოს მადლის მომფენი და მოგანიჭოთ დამატებით ძალა თქვენ და ქართველ ხალხს „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული სიძნელეების წარმატებით დასაძლევად.

აღდგომის დღესასწაულის ამ განსაკუთრებულ დროს, მსურს, გისურვოთ სიკეთე, ჯანმრთელობა და სიმშვიდე, აგრძელებთ რა, თქვენს უაღრესად მნიშვნელოვან მოღვაწეობას ქართველი ხალხისთვის“, – ნათქვამია ელჩის მილოცვაში


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • კელი დეგნანი ილია მეორეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს
  • unipress