კვარაცხელიას, ტაბიძის და დავითაშვილის სატრანსფერო ფასი გაიზარდა

კვარაცხელია, ტაბიძე, დავითაშვილი

გამოქვეყნებულია  459 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

„ტრანსფერმარკტმა“ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი თითქმის ორჯერ გაიზარდა. სამენეჯერო სააგენტომ რუსეთის დასრულებული სეზონის შემდეგ ამ ქვეყნის პრმიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელთა ფასები გადააფასა და ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესი დაუფასა.

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევის ფასი 2,3 მილიონი ევრო იყო, ახლა კი მის გრაფაში თითქმის ორჯერ მეტი წერია – 4,5 მილიონი ევრო და ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელთა ათეულში მესამე ადგილზე დაწინაურდა.

გაიზარდა ჯიმი ტაბიძის ფასიც - საქართველოს ნაკრებისა და „უფას“ ცენტრალური მცველის ფასი 2 მილიონიდან 2,5 მილიონამდე გაზარდეს.

ასევე გაზრდილია  საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ახალგაზრდა მოთამაშის, ზუკა დავითაშვილის ფასი 2,3 მილიონიდან ისევ 2,5-მილიონამდე გაიზარდა.

ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ტოპ-10

1. გიორგი ჩაკვეტაძე, გენტი 6,70

2 საბა კვირკველია, ლოკომოტივი 5,0

3 ხვიჩა კვარაცხელია, ყაზანის რუბინი 4,50

4 დავით ხოჭოლავა, დონეცკის შახტარი 3,20

5. ჯიმი ტაბიძე, "უფა" 2,50

6. ზურაბ დავითაშვილი, ყაზანის "რუბინი"2,50

7 ოთარ კიტეიშვილი გრაცის "შტურმი" 2,00

8 გიორგი ქვილითაია, გენტი 2,00

9 გია გრიგალავა, ტულას "არსენალი" 1,80

10 ვალერიან გვილია, ვარშავას "ლეგია" 1,60

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • კვარაცხელიას, ტაბიძის და დავითაშვილის სატრანსფერო ფასი გაიზარდა
  • unipress