კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება ქართულ ოცნებას არასანდო პარტნიორად აქცევს - ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი

გამოქვეყნებულია  155 ნახვა განახლებულია 7 თვის წინ

კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება ქართულ ოცნებას არასანდო და უპასუხისმგებლო პარტნიორად აქცევს” – ასე ეხმაურება გერმანელი ევროპალამენტარი და დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის წამყვანი წევრი ვიოლა ვონ კრამონი საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ვერშეთანხმებას.        

"უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო კანონდარღვევები გამოძიებული და შესწავლილი იქნას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ. სამწუხაროდ, Freedom House-ის უახლესმა ანგარიშმაც დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში არ არის პოლიტიკური მოტივაციებისგან თავისუფალი.

დაუშვებელია და უბრალოდ ცუდი ტონია ქართული ოცნების მიერ ფასილიტატორი დიპლომატების შიდა პოლიტიკურ კონფრონტაციაში ჩათრევის მცდელობა. დიპლომატებმა, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, გასწიეს უდიდესი სამსახური იშუამდგომლეს რა მხარეებს შორის 8 მარტის შეთანხმების მისაღწევად.

ბოლოს, ორივე პოლიტიკურ მხარეს, განსაკუთრებით მეტი ძალაუფლების მქონეს უნდა ახსოვდეს, რომ საარჩევნო რეფორმა და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესი საფეხურია უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპული საქართველოსთვის. ევროკავშირს არ შეუძლია და თვალს ვერ დახუჭავს ამ ორ სფეროში უკან დახეულ ნაბიჯებზე.”, -  ნათქვამია ვიოლა კონ კრამონის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება ქართულ ოცნებას არასანდო პარტნიორად აქცევს - ევროპარლამენტარი
  • unipress