კოვიდთან ბრძოლის ეგიდით ამ მთავრობამ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა ქვეყანა, რომლიდანაც მხოლოდ გარდამტეხი ცვლილებები გამოგვიყვანს

გიგი უგულავა

გამოქვეყნებულია  70 ნახვა განახლებულია 3 თვის წინ

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში ადგილობრივებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნო.

უგულავას თქმით, მთავრობის მიერ კორონაკრიზისის არაეფექტურმა მართვამ კიდევ უფრო გაამძაფრა ეკონომიკური კრიზისი. უგულავამ აღნიშნა, რომ სწორედ ევროპული საქართველოს გარდამტეხი ცვლილებების გეგმა, რომელიც მოიცავს გადასახადების შემცირებას, მოუხსნის ამ ადამიანებს წნეხს და მოუტანს თითოეულ ადამიანს კეთილდღეობას.

„სოფელ ორსანტიას მოსახლეობას ჩვენ გავაცანით ჩვენი ცვლილებების გეგმა, როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან და ყველა თანხმდება იმაზე, რომ ქვეყანა დიდი კედელს მიეჯახა, რომ ჩვენ ვიმყოფებით ღრმა კრიზისში, რომ კოვიდთან ბრძოლის ეგიდით ამ მთავრობამ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა ქვეყანა და მხოლოდ და მხოლოდ გარდამტეხი ცვლილებებია წინაპირობა, რომ ქვეყანა ამ კოლაფსიდან გამოვიდეს.

ამისათვის აუცილებელია გადასახადების დაწევა, აქ ბევრი მეცხოველეობით, თხილით, სიმინდით, სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, ანუ ყველას აინტერესებს როგორი იქნება გადასახადები, როგორ დაიბეგრება, რადგან ეს პირდაპირ არის დაკავშირებული თითოეული ადამიანის კეთილდღეობასთან. ცვლილებების გეგმის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია განვითარება და სწორედ ეს ცვლილებების გეგმა უნდა განხორციელდეს 31 ოქტომბრის მერე, როდესაც მშვიდობიანად ივანიშვილის ხელისუფლებას ჩამოვიშორებთ მმართველობიდან.“ - განაცხადა უგულავამ.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • კოვიდთან ბრძოლის ეგიდით ამ მთავრობამ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა ქვეყანა, რომლიდანაც მხოლოდ გარდამტეხი ცვლილებები გამოგვიყვანს
  • unipress