კომპანია „ფრონტერა“ განცხადებას ავრცელებს

ფრონტერა

გამოქვეყნებულია  171 ნახვა განახლებულია 2 თვის წინ

კომპანია „ფრონტერა“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა კომპანიის მიმართ დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებს.

„23 ივლისს, საქართველოს ხელისუფლებამ გააგრძელა დეზინფორმაციის საჯარო კამპანია ჩვენს კონტრაქტთან და არბიტრაჟის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებამ ჩვენს წინააღმდეგ წამოიწყო 2018 წელს. ჩვენ მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, შეწყვიტოს ეს გამიზნულად ცრუ, დამაზიანებელი და არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა და ამის ნაცვლად, გულწრფელი იყოს ხალხთან და უშუალოდ ჩვენს კომპანიასთან, რათა წინ წამოსწიოს ძირითადი პარტნიორობის ჭეშმარიტი სულისკვეთება.

ხუთშაბათს, წლების განმავლობაში განხორციელებული და კომერციულად დამაზიანებელი მუქარისა და შევიწროვების შემდეგ, ხელისუფლებამ მოულოდნელად მედიის საშუალებით განაცხადა, რომ „ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება არ შეწყვიტოს ჩვენი კონტრაქტი”. ეს განცხადება შეფუთული იყო განუწყვეტელ ცილისმწამებლურ განცხადებებში, რომლის ერთადერთი მიზანია ჩვენი კომპანიის რეპუტაციის შელახვა და ყალბი ინფორმაციის გავრცელება ჩვენი საქმიანობის შესახებ.

გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ არ არსებობს კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტის არანაირი იურიდიული საფუძველი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების განუწყვეტელი ინსინუაციები არის არასწორი და წარმოადგენს მიზანმიმართულ შევიწროებას. ამის მიზანი კი, მხოლოდ შეცდომაში შეყვანა და დიდსულოვანი კეთილგანწყობის შთაბეჭდილების შექმნაა. სინამდვილეში ეს არის არაკეთილსინდისიერი ქმედების გაგრძელება, რათა შენიღბულად, ამერიკულ კერძო სექტორს დაუკარგონ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების განხორციელებისა ინტერესი საქართველოში.

მიმდინარე წლის აპრილიდან დაწყებული, ჩვენ მრავალჯერ მივმართეთ ხელისუფლებას შეხვედრის თაობაზე. ყველა ამ მიმართვის პასუხად მივიღეთ უარი ან იგნორირება. ახლა, მაღალი თანამდებობის პირები აკეთებენ საჯარო განცხადებებს ყოველგვარი მცდელობის გარეშე, რომ კონსტრუქციულად შეხვდნენ ჩვენს კომპანიას. ეს არ არის ნორმალური ქმედება, როდესაც საქმე ეხება საქართველოში ყველაზე მსხვილ კერძო სექტორის ამერიკელ ინვესტორთან მუშაობას.

ოც წელზე მეტია, ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ საქართველოს კორპორატიული მოქალაქეები შეერთებული შტატებიდან. ამ დროის განმავლობაში ჩვენს ნავთობისა და გაზის სამუშაოებში კახეთში, განვახორციელეთ $500 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია; აშშ-დან ჩამოვიტანეთ მოწინავე ტექნოლოგიები; დავასაქმეთ ასობით ქართველი და ამერიკელი თანამშრომელი და შევქმენით საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შესაძლებლობა. თუმცა, გრძელდება რაღაც თამაშის გამჟღავნება, რაც არანაირად არ ჰგავს იმ გარემოს, რომელიც მიესალმება ამერიკული ბიზნესს.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება, პატივი სცეს ჩვენი კონტრაქტის პირობებს. ჩაატაროს ჩვენთან კონსტრუქციული შეხვედრა და სამუშაოების გასაგრძელებლად მოგვცეს გარანტია, რომ შეწყვეტს მუქარას, დაშინებას და ახალი პირობების წამოყენებას“, – ნათქვამია „ფრონტერას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში


infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • კომპანია „ფრონტერა“ განცხადებას ავრცელებს
  • unipress