კომუნალურ გადასახდებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და ამაზე განცხადებას პრემიერ-მინისტრი გააკეთებს

კახა კალაძე

გამოქვეყნებულია  119 ნახვა განახლებულია 11 თვის წინ

კომუნალურ გადასახდებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და ამაზე განცხადებას პრემიერ-მინისტრი მომდევნო დღეებში გააკეთებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ "რუსთავი 2" საუბარში განაცხადა:       

„დახმარებები, რა თქმა უნდა, იქნება. ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას.ვირუსს ებრძვის არამხოლოდ თბილისი, არამედ მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო. გვაქვს ძალიან რთული ვითარება – ვებრძვით უხილავ მტერს, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია და ამ არსებულმა სიტუაციამ და საგანგებო მდგომარეობამ, იმან, თუ რა ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, სერიოზული დარტყმა მიაყენა ეკონომიკას. ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიძლება, დაკარგოს სამუშაო ადგილი. სერიოზული ზიანი იქნება ეკონომიკისთვის, თუმცა ამ ვითარებაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გვერდში დავუდგეთ მოსახლეობას.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისში მოხდა ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგება, ეს არასწორი ინფორმაცია იყო. ვირუსს ებრძვის არა მხოლოდ თბილისი, არამედ მთელი საქართველო და მსოფლიო. შესაბამისად, ის გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება მიღებული კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მომდევნო დღეებში გააკეთებს განცხადებას.

რაც შეეხება ზოგადად დახმარებების პაკეტს, მომდევნო დღეების განმავლობაში პრემიერი ვრცლად ისაუბრებს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებზეც დიდი ხანია, მიმდინარეობს მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოში, უკვე გადაწყვეტილებებიც მიღებულია რიგ საკითხებზე და ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • კომუნალურ გადასახდებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და ამაზე განცხადებას პრემიერ-მინისტრი გააკეთებს
  • unipress