დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალთან ახლო კონტაქტში მყოფი პრაქტიკულად ყველა პირი დადგენილია:
"ისინი ყველანი იმყოფებიან იზოლაციაში და შემიძლია ვთქვა, რომ მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. თუ ვინმეს სიმპტომები აქვთ, ჩაუტარდებათ გამოკვლევა. მარნეულის კონტაქტები უკვე გამოკვლეულია და სამი არის უარყოფითი"

0 კომენტარი