კორონავირუსით ინფიცირებული 401 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 117 პირი იმყოფება

საქართველო

გამოქვეყნებულია  129 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 401 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 117 პირი იმყოფება. ამის შესახებ, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

"ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 692. 3 832 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში - 1 969, აჭარაში - 657; დღეის მდგომარეობით, მძიმე პაციენტი გვყავს 401, მათ შორის, თბილისში - 159, აჭარაში - 80. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 117 პირი - მათ შორის, თბილისში - 71, აჭარაში - 23. 2 249 ადამიანი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 216 - აჭარაში, ხოლო 775 - თბილისში; 12 611 პირი  მკურნალობის სრულ კურსს გადის ბინაზე",-ამბობს ბერდია სიჭინავა.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • კორონავირუსით ინფიცირებული 401 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 117 პირი იმყოფება
  • unipress