კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 471 თბილისში, 343 აჭარაში, 211 კი იმერეთში გამოვლინდა

მარინა ენდელაძე

გამოქვეყნებულია  46 ნახვა განახლებულია 2 დღის წინ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის შეფასებით, კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა უკვე საგანგაშოა. მან საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

როგორც მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის მკვეთრი ზრდა რეგულაციების არდაცვას უკავშირდება.

„ეს უკავშირდება ისევ და ისევ რეგულაციების არდაცვას. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, თბილისელებს და საერთოდ, მთელ საქართველოს, რომ დავინდოთ საკუთარი თავი, დავინდოთ სახელმწიფო და დაგვინდეთ ჩვენც - ექიმები, რამეთუ ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა“, - განაცხადა ენდელაძემ.

განაწილება ასეთია: ამჟამად უკვე ლიდერობს თბილისი და ახალი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ 471, აჭარაშიც მოიმატა და 343-ია, იმერეთში 211, დანარჩენ რეგიონებში შედარებით ნაკლებია - სამეგრელო ზემო - სვანეთში არის 45, შიდა ქართლში 37, ქვემო ქართლში 39, გურიაში 18, სამცხე-ჯავახეთში 14, მცხეთა-მთიანეთში 13 და კახეთში 11“, - განაცხადა ენდელაძემ.

 

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 471 თბილისში, 343 აჭარაში, 211 კი იმერეთში გამოვლინდა
  • unipress