კორონავირუსის გამო პოლონეთმა 10 მაისს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნები გადადო

პოლონეთი

გამოქვეყნებულია  350 ნახვა განახლებულია 7 თვის წინ

პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერის იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიისგან შექმნილი სიტუაციის გამო, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები 10 მაისს არ გაიმართება.

არჩევნების გადადების შესახებ გადაწყვეტილება პარტია „კანონი და სამართლიანობის“ და მმართველი კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების ლიდერებმა ერთობლივად მიიღეს.

ცნობისათვის, არჩევნების გადადების თავიდან ასაცილებლად პოლონეთის მმართველ პარტიას სურდა, საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთში 10 მაისს გამართულიყო და ამომრჩევლებს ხმა ფოსტით მიეცათ, თუმცა აღნიშნული ინიციატივა კრიტიკის საგანი გახდა და საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერა ვერ მიიღო. არჩევნების ჩატარების ზუსტი თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 740 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 733 ადამიანი


infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • კორონავირუსის გამო პოლონეთმა 10 მაისს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნები გადადო
  • unipress