კორონავირუსის შემთხვევათა ზრდის შეკავება აღარ მოხდება გაზაფხულზე გამოყენებული მეთოდებით, სლოგანი ახლა გახლავთ, რომ უნდა მივეჩვიოთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან ერთად

ამირან გამყრელიძე

გამოქვეყნებულია  175 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

30 აგვისტოდან მოყოლებული დღემდე საქართველოში კორონავირუსის 606 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 294 შემთხვევა უკავშირდება აჭარას, ანუ აჭარა ყველაზე ცხელ წერტილად რჩება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"158-ში 22 შემთხვევა ჩვენ გვქონდა გუშინწინ უკვე დადასტურებული, მაგრამ საჭიროებდა გადამეორებას და გუშინდელ 87 შემთხვევაში ეჭვი არ შევიტანეთ, ანუ რეალურად გუშინ გვქონდა 87-ს მიმატებული 22 და ეს 22 შემთხვევა დაემატა დღევანდელ ციფრს და ამიტომ, დღეს დილისთვის გვაქვს 158 შემთხვევა.

თბილისში დაფიქსირებული 18 შემთხვევიდან ექვსი მიეკუთვნება ე.წ დონას კლასტერს და ეს დონას კლასტერი თანდათან იწურება. თვითონ ბათუმის კლასტერი არის სერიოზულად გაფართოებული და 81 შემთხვევა გვაქვს ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე, 18 შემთხვევა გვაქვს ქუთაისის 32-ე სკოლის, სადაც სერიოზული კლასტერი ჩამოგვიყალიბდა. იმპორტირებულია ერთი შემთხვევა, სამედიცინო პერსონალია ერთი პირი და არის ხუთი შემთხვევა, სადაც წყარო დაუდგენელია გახლავთ. ზოგადად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, აგვისტოს ბოლო დღეებიდან გვაქვს დინამიური ზრდა ახალი შემთხვევების.           

ჩვენ მეტი დამატებითი ღონისძიების გატარება გვჭირდება, მაგრამ პირველ რიგში, იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი. ეს არის ძალიან მარტივი შესასრულებლად -  პირბადის ტარება დახურულ სივრცეში და ღია სივრცეში სადაც მეტრნახევრიანი დისტანციის დაცვა ვერ ხდება. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სანიტარული წესრიგის გამკაცრებას ქვეყანაში და აუცილებელია, თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრისგან. განსაკუთრებით მოვერიდოთ ხანდაზმულ ადამიანებს.

შემთხვევების რაოდენობა იზრდება და რომელიც პროგნოზირებადი იყო, რომ ზაფხულში შიდა ტურიზმის განვითარებით და დიდი რაოდენობით ადამიანების მობილობის გაზრდის საფუძველზე, გვექნებოდა შემთხვევათა ზრდა, ისიც პროგნოზირებადი იყო, რომ შემთხვევათა ზრდის ერთ-ერთი წყარო შეიძლება ყოფილიყო შავი ზღვისპირეთი, რადგან მოსახლეობის დიდი რაოდენობის კონცენტრაცია იყო და არ ხდებოდა პირბადის ხმარება და დისტანციის დაცვა. ამ ყველაფერმა მოგვიტანა შემთხვევების ზრდა. ეს ზრდა სრულად მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. მაქსიმალურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით, რომ შემთხვევათა ზრდა შევაკავოთ. შეკავება აღარ მოხდება იმ მეთოდებით, რაც ჩვენ გამოვიყენეთ გაზაფხულზე – ჩაკეტვით, იზოლირებით და მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებებით, რადგან სლოგანი ახლა გახლავთ, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან ერთად. ჩვენ მასთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს მინიმუმ ერთი წელი" -  განაცხადა ამირან გამყრელიძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • კორონავირუსის შემთხვევათა ზრდის შეკავება აღარ მოხდება გაზაფხულზე გამოყენებული მეთოდებით, სლოგანი ახლა გახლავთ, რომ უნდა მივეჩვიოთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან ერთად
  • unipress