კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევიდან 222 - აჭარაში, 137 კი თბილისში დაფიქსირდა

მარინა ენდელაძე

გამოქვეყნებულია  69 ნახვა განახლებულია 5 თვის წინ

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, თბილისში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გუშინდელთან შედარებით შემცირებულია. როგორც ენდელაძე განმარტავს, ინფიცირებული პაციენტებიდან კრიტიკულ მდგომარეობაში 57 პირია.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში სულ დაფიქსირდა 519 ახალი შემთხვევა და ამჟამად კოვიდინფიცირებულების საერთო რაოდენობა გახლავთ 11 271, აქედან 50%-ზე მეტი - 6119 პაციენტი გახლავთ გამოჯანმრთელებული, გუშინ 253 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქტიური შემთხვევა გახლავთ 5152, რომლებიც მკურნალობენ კოვიდცენტრებში, ნაწილი ბინაზე და ასევე სასტუმროებში.

რაც შეეხება მძიმე, კრიტიკულ პაციენტებს, ასეთი 57-ია, აქედან 56 მართვით სუნთქვაზე გახლავთ, 8 აფხაზეთიდან გადმოყვანილია, ერთი შემთხვევა ცხინვალიდანაა. განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: აჭარაში გახლავთ 222 ახალი შემთხვევა, გუშინ იყო 190, ოდნავ მოიმატა, მაგრამ ბევრი არ არის, თბილისში ცოტა შემცირდა, 137-ია, გუშინ 179 ახალი შემთხვევა იყო. იმერეთში 99-ია, დაახლოებით იგივეა, რაც გუშინ იყო. ქვემო ქართლში გახლავთ 31 ახალი შემთხვევა, გურიასა და მცხეთა მთიანეთში -10-10, შიდა ქართლში 7 შემთხვევაა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 5, კახეთშია 3 შემთხვევა, სამცხე-ჯავახეთში არის ერთი და იმპორტირებული შემთხვევა გახლავთ 4“, - განაცხადა ენდელაძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევიდან 222 - აჭარაში, 137 კი თბილისში დაფიქსირდა
  • unipress