კრიზისის განმუხტვის გასაღები არის "ქართული ოცნების" ხელში და არა ოპოზიციის ხელში

 გიორგი ვაშაძე

გამოქვეყნებულია  28 ნახვა განახლებულია 8 დღის წინ

კრიზისის განმუხტვის გასაღები არის "ქართული ოცნების" ხელში და არა ოპოზიციის ხელში, ეს ყველას უნდა გვესმოდეს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე განაცხადა:      

"არ მგონია, რომ აქ რამე განსაკუთრებული ხდებოდეს. ალბათ, უფრო მეტი დრო რომ იყოს ინდივიდუალურად ყველასთან სასაუბროდ, რადგან საერთო ფორმატი როცა არის, შეიძლება დრო არ არის საკმარისი, რომ ყველამ სრულფასოვნად გამოხატოს საკუთარი პოზიციები. ჩვენ ჩვენი შეთავაზება უკვე გავაკეთეთ და ჩვენი პოზიციები დავაფიქსირეთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, კრიზისის განმუხტვის გასაღები არის "ქართული ოცნების" ხელში და არა ოპოზიციის ხელში, ეს ყველას უნდა გვესმოდეს. მე მგონია, ამ პირობებში, რაშიც ჩვენ ახლა ვართ, ასე თავზეხელაღებით, პირდაპირ პარლამენტში შესვლას ვერავინ გადაწყვეტს. წარმოუდგენელია, რომ ვინმე ადგეს და შევიდეს პარლამენტში. შეთანხმება საჭიროა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, პროცესის ნორმალიზება მოხდეს"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • კრიზისის განმუხტვის გასაღები არის "ქართული ოცნების" ხელში და არა ოპოზიციის ხელში
  • unipress