ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის, ფრანჩესკო ტოტის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

ფრანჩესკო ტოტი

გამოქვეყნებულია  209 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის ფრანჩესკო ტოტის მამა ენცო ტოტი კორონავირუსის ინფექციისგან გარდაიცვალა. ამის შესახებ „ფუტბოლ იტალიამ“ დაწერა.

რამდენიმე დღის წინ, უფროსმა ტოტიმ დადებითი ტესტი ჩააბარა COVID 19-ზე, რის შემდეგაც, ის სასწრაფოდ გადაიყვანეს რომის კლინიკაში. კორონავირუსის ფონზე, მამაკაცს გულის შეტევა დაემართა.

ენცო ტოტი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანჩესკოს ამ სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ფრანჩესკო ტოტი „რომაში“ 1992-2017 წლებში თამაშობდა. ის კლუბის რეკორდსმენია მატჩებისა (786) და გოლების (307) რაოდენობით.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის, ფრანჩესკო ტოტის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა
  • unipress