"ლელომ" აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა

ლელო

გამოქვეყნებულია  149 ნახვა განახლებულია 7 თვის წინ

"ლელომ" მამუკა ხაზარაძის ლიდერობით, დღეს ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.             

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველი ნომერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი თავართქილაძეა. 

1. გიორგი თავართქილაძე -ფინანსისტი ეკონომისტი, დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უმაღლესი საფინანსო სკოლა და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა. აქვს 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება საფინანსო სექტორში, იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. იყო მიწვეული ლექტორი ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტში, დღემდე „ჯითი კაპიტალ მენეჯმენტის“ დირექტორი. 

2. გენადი თებიძე - იურისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თსუ-ის კურსდამთავრებული. იყო ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი, "დემოკრატიული აჭარას" თავმჯდომარე, გაზეთ „აჭარას“ რედაქტორი, მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი, ბათუმის საკრებულოს ორი მოწვევის წევრი და იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, თვითმმართველობაში მუშაობის დროს იყო სხვადასხვა პროექტის ავტორი, მისი ინიციატივით დაარსდა ,,საპატიო ბათუმელის წოდება“ და ბათუმ ქალაქობის დღესასწაული. არის რამდენიმე წიგნის ავტორი და რედაქტორი. არის საქველმოქმედო ფონდ „ალილო 2015“-ისა და ქართულ-უკრაინული პროექტის „ბავშვებს უნდათ მშვიდობა“ დამფუძნებელი.

3. ვაჟა დარჩია: განათლებით პოლიტიკის მეცნიერი, სამოქალაქო აქტივისტი, სტუდენტური მოძრაობების აქტიური წევრი. წლების განმავლობაში იბრძოდა გარემოს დაცვითი, შრომითი უფლებებისა და განათლების ხელმისაწვდომობის მისაღწევად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის მონაწილე და ორგანიზატორი.

4. რაულ პაქსაძე - ბათუმის გამორჩეულად წარმატებული ექიმი-ტრავმატოლოგი, 2003 წლიდან მოღვაწეობს სამედიცინო სფეროში. ბოლო 6 წლის განმავლობაში იყო ქობულეთის „ევექსის“ ჰოსპიტალის დირექტორი. ამჟამად ბათუმის სამედიცინო ცენტრში ხელმძღვანელობს ორთოპედია-ტრამვატოლოგიის მიმართულებას. 2004 წლიდან დღემდე, აქტიურად ჩართულია პოლიტიკაში. ხულოს საკრებულოს წევრი.

5. დავით მამულაძე - ექიმი - ალერგოლოგი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მედიცინის დოქტორანტი - 10 წლიანი საექიმო საქმით მუდმივად დგას ბათუმელი მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად!

6. გიორგი დარჩია - არქიტექტორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. აქვს დარგში 15 წლიანი მუშაობის გამოცდილება. არის ქალაქისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის ავტორი, მათ შორის, დააპროექტა ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალი. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. ბოლო წლების განმავლობაში ეწეოდა წარმატებულ ბიზნეს საქმიანობას.

7. მერაბ აბაშიძე (მაჟორიტარი) - განათლებით ფილოსოფოსი, ეკატერინბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 2012-2016 წლებში. უმაღლესი საბჭოს აგრარული და თვითმმართველობის კომისიის თავმჯდომარე. აქტიურად იყო ჩართული საკანონმდებლო საქმიანობაში, არის მრავალი საკანონმდებლო პროექტის ავტორი, მათ შორის არის აჭარის რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი ,,მთის კანონის“ თანაავტორი.

8. მიხეილ ქავთარაძე - საზოგადოებრივი მოძრაობა ,,მე მიყვარს ბათუმის" ერთ-ერთი დამფუძნებელი - იურისტი - დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სამოქალაქო აქტივისტი. წლების განმავლობაში იბრძვის ბათუმის ურბანული პრობლემატიკის მოსაგვარებლად და კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად.

9. ივანე ფირცხალაიშვილი - ეკონომისტი. დაამთავრა ბიზნესისა და მარკეტინგის უნივერსიტეტი, აქვს 12 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბათუმის პორტსა და ნავთობტერმინალში. იყო საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი. ბოლო წლებში საქმიანობს კერძო სექტორში.

10. გოჩა ჟღენტი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ორი პროფესიის მქონე, ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი და სატყეო-საინჟინრო საქმის სპეციალისტი. 2004-2005 წლებში იყო ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე, ასევე 2005-20012 წლამდე გახლდათ წლიდან აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

11. ზვიად დიასამიძე - ისტორიკოსი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მუშაობდა საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტად და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ. არის ტბელ აბუსერიძის სახელობის სკოლის დირექტორის მოადგილე და მისი მშობლიური ფურტიოს სკოლის ისტორიის მასწავლებელი.

12. მაკა ცინცაძე - იურისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. არის სამოქალაქო და სისხლის სამართლის სერტიფიცირებული ადვოკატი 15 წლიანი გამოცდილებით. მრავალი წელია, თანამშრომლობს ამერიკის იურისტთა ასოციაციასთან ქართველ იურისტთა გადამზადების პროექტებში. ფლობს 4 უცხო ენას. არის 2 წიგნის ავტორი.

13. გულნარა აბაშიძე - ექიმი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო პროგრამის კურსდამთავრებული. 20 წლის განმავლობაში წამყვან პოზიციებზე მოღვაწეობდა აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის კლინიკაში, იყო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი სამედიცინო მიმართულების მოწვეული ლექტორი.

14. საბრი ბრუნჯაძე - ფსიქოლოგი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სამოქალაქო აქტივისტი, წლების განმავლობაში არის ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. იცის 4 უცხო ენა და ჟესტური ენა.

15. ეკა დავითაძე - ბათუმის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი და დოქტორანტი - მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით. ქართულ - ავსტრიული ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებული. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. განათლების სერტიფიცირებული ტრენერი მასწავლებელთა სახლში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა აჭარის ტელევიზიაზე, ტვ-25-ზე, გაზეთ 24- საათში, გაზეთ აჭარაში. მუშაობდა აჭარის მთავრობის კომუნიკაციის დეპარტამენტში.

უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად "ლელომ"  ბათუმის საარჩევნო ოლქში წარადგინა გენადი თებიძე, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის ოლქში მერაბ აბაშიძე. ქობულეთში კი,
პარტიას ჯერ კანდიდატი არ შეურჩევია.

რაც შეეხება პარლამენტს, ბათუმის ოლქში კენჭს იყრის ირაკლი კუპრაძე, ქობულეთში პაატა ცივაძე, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის ოლქში კი, ჯამბულ ხოზრევანიძ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "ლელომ" აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა
  • unipress