"ლელოს“ წევრზე თავდასხმაში ბრალდებული პირი დააკავეს

ლელო

გამოქვეყნებულია  63 ნახვა განახლებულია 6 თვის წინ

"ლელოს" წევრს, გიორგი გლურჯიძეს გუშინ თავს დაესხნენ, ბრალდებული პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს:     

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.დ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, 2020 წლის 4 სექტემბერს, თბილისში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტით

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "ლელოს“ წევრზე თავდასხმაში ბრალდებული პირი დააკავეს
  • unipress