ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მიმართავს

ჟიგიმანტას პავილიონისი

გამოქვეყნებულია  18 ნახვა განახლებულია 10 დღის წინ

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს მიმართავს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ხელისუფლების აგრესიულ, ავტოკრატიულ ტონსა და შესაძლო ქმედებებზე ნიკა მელიას მიმართ. 

საქართველოში სამდღიანი ვიზიტის, ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ ჟიგიმანტას პავილიონისმა ტვიტერზე დაწერა:  

"ქართული ოცნების გარდა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საჯაროდ გამოხატა დიალოგის მზაობა. ბატონო ბლინკენ, დემოკრატიული ქვეყნების ტრანსატლანტიკური ოჯახი უნდა კონცენტრირდეს ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ აგრესიულ, ავტოკრატიულ ტონსა და შესაძლო ქმედებებზე"



თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მიმართავს
  • unipress