ლუცკში ავტობუსის გამტაცებელს ფსიქიკური პრობლემები აქვს - უკრაინის პოლიცია

უკრაინა

გამოქვეყნებულია  395 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ლუცკში ავტობუსის გამტაცებელს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ახლახან ფსიქიატრთან იმყოფებოდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, გამტაცებელი შეიარაღებულია და მოსახლეობისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

იდენტიფიცირებულია ავტობუსში მძევლებად აყვანილი პირების ნაწილი. ერთ-ერთ მძევალს მეუღლე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა. გამტაცებელი აცხადებს, რომ ავტობუსი დანაღმულია, ხოლო ქალაქში კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა არის დამონტაჟებული. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ქალაქში გამნაღმველები მუშაობენ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გატაცებულ ავტობუსში ათამდე მძევალი იმყოფება


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ლუცკში ავტობუსის გამტაცებელს ფსიქიკური პრობლემები აქვს - უკრაინის პოლიცია
  • unipress